სოციალური პროექტის გეგმა
სახელი: მარიზა კინწურაშილი
რაიონი: ხონის მუნიციპალიტეტი
სკოლა: სსიპ აკაკი ჩხენკელის სახელობის ქალაქ ხონის
N2 საჯარო სკოლა
ქალაქი: ხონი
თემის დასახელება: ,,ძლიერი ოჯახი ძლიერი სახელმწიფოს
საწინდარია’’
თემის
შინაარსი:მოსწავლემ შეისწავლეს ნაწარომები ,,ოჯახური თრადიციები’’ სადაც გამოიკვეთა
პრობლემა ადამიანების ოჯახისადმი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება, რომელიც უარყოფით
გავლენას ახდენს ოჯახის ინსტიტუტზე, კერძოთ არიან ადამიანები რომლებიც არ იცავენ ოჯახურ
ტრადიციებს და პატივს არ სცემენ წინაპართა იმ მონაპოვარს რომელსაც ადათი და წესი ჰქვია.
მე_3 კლასის
მოსწავლეები გაეცნენ ოჯახურ ტრადიციებს. ეს ტრადიციები ხელს უწყობს ოჯახის ერთიანობას,
სიმტკიცეს, სიძლიერეს და ურთიერთ პატივისცემას.
ნაწარმოების
გაცნობის შემდეგ მოსწავლეებს დავუსვი შეკიტხვა: 1)რა არის ოჯახი? 2)რა არის საჭირო
იმისთვის რომ ოჯახი მეგობრული და ბედნიერი იკოს? 3) რას ნიშნავს სიტყვა ტრადიცია?
კლასი დაიყო
3 გუნდად, გაანაწილეს დავალებები:
პირველი გუნდი მოაგროვებს ინფორმაციას საკუთარი ოჯახის
ტრადიციაზე
მეორე ჯგუფი მშობლების დახმარებით მოაგროვებს ინფორმაციას
უცხოური ოჯახების ტრადიციების შესახებ.
მესამე ჯგუფი ამზადებს კედლის გაზეთს ტრადიციების შესახებ
პროექტის მიზნები: მოსწავლეს განუვითარდეს ინფორმაციის
მოძიების გაანალიზების, დახარისხების, პრეზენტაციის უნარ_ჩვევები. შეძლოს საკუთარი
აზრის დასაბუთება. იმსჯელოს პრობლემურ საკითხზე და მოძებნოს გადაჭრის გზები. განუვითარდეს
თანამშრობლობითი, კომუნიკაციის, ორგანიზაციის, პასუხისმგებლობის, თვითშეფასების კომპენტენცია.
მოსწავლე მიხვდეს თუ რამდენსად მნიშვნელოვანია
ოჯახური ტრადიციების დაცვა და შენარჩუნება, რათა ოჯახი ძლიერი და ურყევი იყოს და თუ
რა შეიძლება გამოიწვიოს წინაპართა მონაპოვარის უგულვებელყოფამ და უპატივცემულობამ.
საგანი:
მე და საზოგადოება
დონე/კლასი მე_3ბ
მოსწავლეთა რაოდენობა:25, სსსმ_0
განხორციელების დროის ჩარჩო_ 3კვირა
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები:
საზ.მეც.დაწყ(1)1. საკუთარი თავის აღქმა საზოგადოებრივი
ჯგუფების_ოჯახის, სამეგობროს, სკოლის, თემის_წევრად.
საზ.მეც.დაწყ(1)13. ბავშვის უფლებებისადა მოვალეობების
გაცნობიერება, ასევე ოჯახისა და საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობის გააზრება.
საზ.მეც.დაწყ(1)2. საკუთარი თავისა და სხვა ადამიანების
მიმართ ზრუნვა_პატივისცემის გამოვლენა.
მოსწავლეების ამოცანები/სწავლის შედეგები:
პროექტზე მუშაობის დროს მოსწავლეები დაინახავენ თუ რა
უარყოფითი გავლენა აქვს ტრადიციების უარყოფასა და უპატივცემულობას. მშიბლებთან ერთად
მოიძიებენ ინფორმაციებს ოჯახურ ტრადიციებზე. ინფორმაციის მოძიებისთვის გამოიყენებენ
თანამედროვე ტექნოლოგიებს. დაახარისხებენ ამ იმფორმაციას და წარმოადგენენ პრეზენტაციის
სახით. გამოკვეთენ პრობლემას და დასახავენ გადაჭრის გზებს. მოამზადებენ კედლის გაზეთს.
მიმართულების
მომცემი საკვანძო შეკითხვები:
ზოგადი კითხვა: რა არის ტრადიცია?
თემატური კითხვა: რა ემართება ოჯახს რომელიც არ ითვალისწინებს
ტრადიციებს? შენარჩუნებულია თუ არა საქართველოში ტრადიციები?
შინაარსობლივი კითხვა: როცა გაიზრდები რომელ ტრადიციას
შეინარჩუნებდი საკუთარი ოჯახისთვის? როგორ ტრადიციას შექმნიდი თვითონ? შენი ოჯახის
წევრები ხომ არ აგრძელებენ წინაპრების პროფესიასა და ტრადიციას?
პროექტზე
მუშაობის დაწყებამდე: პრობლემის გამოკვეთა, საკვანძო კითხვების მომზადება, მოსწავლეთა
ჯგუფებად დაყოფა, დავალებების გადანაწილება
და პროექტის გეგმის მომზადება.
მოსწავლეები
მუშაობენ პროექტზე და ასრულებენ დავალებებს: ჯგუფებისა და მშობლების მიერ ინფორმაციის
მოძიება გაანალიზება დახარისხება. მშობლების დახმარებით სლაიდების მომზადება, პრეზენტაციის
მომზადება.
პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ: პროექტის პრეზენტაცია,
კედლის გაზეთის მომზადება.
შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი: ინფორმაციის
მოძიების შეფასების რუბრიკა, პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა.
საბაზისო
უნარ ჩვევები: მოსწავლეები ფლობენ ბუკთან უნარ_ჩვევებს, მძიმე ინფორმაციის მოძიების
დახარისხების და წაროდგენის უნარ ჩვევებს.
სასწავლო
პროცედურები: მოსწავლეებს მივმართავ საკვანძო კითხვებით, გამოვკვეთვ პრობლემას. პრობლემიდან
გამომდინარე გავაცნიბ პროექტის იდეას, მოვსწავლეებს დავყოფ ჯგუფებად გადაინაწილებენ
დავალებებს მოამზადებენ პრეზენტაციას და დანიშნულ დროზე წარმოადგენენ მას.
დიფერენცირებული
სწავლება, სპეციალური საწიროებები: მოსწავლეებსა და მშობლებს დახმარებას გავუწევ იმფორმაციის
მოპოვებასა და ორგანიზებაში, გამოვყოფ დამატებით დროს რათა კარგად გაართვან თავი დაკისრებულ
ამოცანას.
თითოეულ ჯგუფს მშობელბთნ ერთდ დავეხმარები მათი საჭიროებიდან
გამომდინარე, ჩემი მეთვალყურეობით მოსწავლეები მოახდენენ მოპოვებული ინფორმაციის ორგანიზებას,
ვიმუშავებთ პრეზენტაციის მოწყობაზე.
ტექნოლოგია, ტექნიკა_ ფოტოკამერა, კომპიუტერები, ინტერნეტ
კავშირი, პროექტორი და სხვა.
ტექნოლოგია_პროგრამული უზრუნველყოფა, ფოტოსურათების
დამუშავება, ინტერნეტ ძიება, ვორდის პროგრამა.
ინვენტარი/მასალები: კომპიუტერები,პროექტორი, თაბახი,
მარკერები, ფოტო სურათები
პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა
პასუხობს თემას
|
ნაწილობრივ პასუხობს თემას
|
ვერ პასუხობს თემას
|
საუბრობს გამართული ენით და იყენებს შესაბამის თერმინოლოგიას
|
ნაწილობრივ გამართულად საუბრობს და იყენებს შესაბამის ტერმინოლოგიას
|
ვერ საუბრობს გამართული ენით და ვერ იყენებს შესაბამის ტერმინოლოგიას
|
იყენებს თვალსაჩინოებას
|
ზოგჯერ იყენებს თვალ საჩინოებას
|
ვერ იყენებს თვალსაჩინოებას
|
იცავს დროის ლიმიტს
|
ზოგჯერ იცავს დროის ლიმიტს
|
ვერ იცავს დროის ლიმიტს
|
ინფორმაციის
მოძიების შეფასების რუბრიკა
მოძიებული მასალა შეესაბამება საკითხს/თემას
|
ნაწილობრივ შეესაბამება საკითხს/თემას
|
არ შეესაბამება საკითხს/თემას
|
გამოყენებულია მრავალფეროვანი საინდორმაციო წყარო/საშუალება
|
ნაწილობრივ არის გამოყენებული საინფორმაციო წყარო/საშუალება
|
არ არის გამოყენებული საინფორმაციო წყარო/საშუალება
|
მოპოვებული ინფორმაცია ორგანიზებულია
|
მოპოვებული ინფორმაცია ნაწილობრივ არის ორგანიზებული
|
მოპოვებული ინფორმაცია არ არის ორგანიზებული
|
No comments:
Post a Comment